18:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 17:01:01, 2343 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, თათია დოლიძის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით, გამოძიება ეფექტიანად წარმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ „ქართული მარშის“ მონაწილეთა განცხადებებს ეხმიანება.

ომბუდსმენი შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის გამოყენების გამო და შსს-ს მოუწოდებს, მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მოძრაობა „ქართული მარშის“ ორგანიზატორთა მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც ახალგაზრდა ქალის შეურაცხყოფასა და სავარაუდო მუქარას შეიცავდა.

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics