12:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 16:35:45, 2276 ნახვა

ეკონომიკა
Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ნოემბრის ბოლოს გაიმართება

Check in Georgia-ს ფარგლებში საბავშვო ევროვიზიის საქართველოში ჩატარების  შესახებ ისაუბრა საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლები  Check in Georgia-ს მიმდინარეობას და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

როგორც სერგი გვარჯალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბავშვო ევროვიზიის კონკურსი  2017 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდება და მისი  ტრანსლირება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში მოხდება.

„26 ნოემბერს,   შოუს გარდა,  გვექნება საერთაშორისო მაუწყებლობა, მათ შორის არამხოლოდ ევროპული, რადგან ავსტრალიაც იქნება ჩართული და შესაბამისად, ტრანსკონტინენტალური გადაცემა იქნება. ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ საინტერესო შოუს მივიღებთ და პარალელურად, ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მოგვეცემა, რადგან ამ პროექტზე ძალიან გამოცდილი ადამიანები იმუშავებენ“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან  მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

ეს იქნება საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი, სადაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე.

საბავშვო ევროფესტივალის ტრანსილება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

           

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics