12:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:53:37, 2711 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ბენეფიციარის პროდუქცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დახლებზე გამოჩნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიკრომეწარმემ ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის, კერძოდ, გირჩის მურაბის რეალიზაცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელში შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, ხოლო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი თანადაფინანსებითა და გაწეული კონსულტაციების შემდგომ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბურის აშენება და კეთილმოწყობა შეძლო. 

გაფართოების შედეგად პროგრამის ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა და საკუთარი პროდუქციის განვითარების მიზნითმონაწილეობა მიიღო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ მარკეტინგულ მხარდაჭერაში, რის ფარგლებშიც უფასო საკონსულტაციო მომსახურებები და სასწავლო კურსები გაიარა. 

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნული მარკეტინგული მომსახურების მეშვეობით ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და სამიზნე ბაზრებიც წარმატებით აითვისა.  
შენიშვნა:

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ, ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი.

 ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც გვყავს 4 909 ბენეფიციარი",-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ „აწარმოე საქართველოში".

 

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics