16:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 11:27:09, 2364 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი დაიკითხებიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი დაიკითხებიან.

თეთრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა.

როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლების დაკითხვა.

„ისინი სხვადასხვა ტიპის სტატიაზე ისაუბრებენ, რომელსაც ბრალდებული უკვეთავდა საპატრიარქოს თემაზე“, - აღნიშნა გუბელაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.

საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და  დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა,  ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა,  დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და  სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები  ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება  საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი  დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics