12:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 11:23:02, 2841 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა ერთიანობას მივაღწიოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ძალიან მნიშვნელოვანი   წვლილი შეაქვს.  

პრემიერმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მისიას მადლობა გადაუხადა.

თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამის მიუხედავად,  ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება ძალიან რთულია და უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულია.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ,  რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ, დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში",-აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთი ოკუპაციას ყოველდღიურად აგრძელებს:

„ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა  ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ, რათა მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics