|
2017-07-12 21:43:09, 2749 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებს შორის ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გამახვილდა. იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოღვაწეობს. საქართველოში ჩამოსვლამდე ანტონიო ენრიკო ბარტოლი ვაშინგტონში მოღვაწეობდა, სადაც კურირებდა ეკონომიკურ დოსიეებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტში „არაბული გაზაფხულის" შემდგომ პერიოდში. დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, 1991 წლიდან 1997 წლამდე, იგი ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას. ჰყავს მეუღლე და ხუთი ქალიშვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)