|
2017-07-12 13:55:14, 2625 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი ნდობა არასოდეს ჰქონია
საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა იმ ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზზე ახორციელებს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები მიუღებელია და, ბუნებრივია, საზოგადოების მღელვარება. თუმცა, ჯანელიძე ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის, ვიდრე არის დღეს. „ამის ნათელი მაგალითია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში. ასევე გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ, მაგალითად აშშ-ს როგორც ახალი ადმინისტრაციის, ასევე კონგრესის მიერ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არასდროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ ყოფილა ისე წარმატებული, როგორც არის დღეს. ისევე ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დას ამას მოწმობს ის შედეგები, რომლებიც გვაქვს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენი შედეგები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან. ასევე, ჩვენი წარმატებები ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით. ჩვენი ურთიერთობები როგორც მეზობელ, ასევე არაბულ, აზიულ ქვეყნებთან, ჩვენი წარმატებული ჩართულობა იმ სტრატეგიულ პროექტებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე რეგიონში. არასდროს ასაქართველოს არ ჰქონია ასეთი ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მხარდაჭერა, როგორც აქვს დღეს, ეს გამოხატულია იმ მაღალი დონის შეხვედრებში, ვიზიტებში, რომელიც ხორციელდება და რომელიც დაგეგმილია საქართველოში“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)