12:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 13:03:37, 2586 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ელოშვილი: ყველა ნაბიჯი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება გადადგმული

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რომელიც ამ პოზიციაზე დღეს დაინიშნა, პრემიერს ნდობისთვის მადლობას უხდის. ელოშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო წარმატებული უწყებაა და ყველაფერს გააკეთებს ამ მდგომარების  შესანარჩუნებლად და მიღწევების გასავითარებლად.

"მოგეხსენებათ, დღეს დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრად, რაც ჩემთვის არის დიდი პატივი. მინდა პრემიერ-მინისტრს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახის და ყველა ჩემს კოლეგას, მათი მხარდაჭერით და გვერდში დგომით, დღეს ენერგეტიკის სმაინისტრო არის წარმატებული და მინდა, შევინარჩუნო მაქსიმალურად და განვავითარო ის მიღწევები, რომელიც დღეს არსებობს”,-აღნიშნა ილია ელოშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ელოშვილის თქმით, ყველა ნაბიჯი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება გადადგმული:

„ამის ირგვლივ ვიტრიალებთ შემდეგი წლების განმავლობაში, რადგან ჩვენი რეგიონი გეოგრაფიულად მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევებს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არა მარტო ენერგოუსაფრთხო, არამედ მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, ეს მიმართულებებია დამატებითი გენერაციის საკითხები, განახლებადი ენერგიაზე აქცენტირებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ენერგეტიკის კანონი, და სხვა მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ენერგეტიკის სფეროს განვითარებას და წარმატებას", - განაცხადა ელოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics