|
2017-07-12 11:58:15, 2178 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ბაგრატს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და მას ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. ამასთან, პრემიერის თქმით, ბაგრატის ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება ვეღარ მოხდება, თუმცა იგეგმება ქუთაისის, როგორც ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში წარდგენა: „მინდა, სხდომა დავიწყო სასიხარულო ამბით, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გელათის სამონასტრო კომპლექსი დაბრუნდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კულტურის სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მუშაობისთვის. მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატი, ასევე გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა. დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ბაგრატს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)