|
2017-07-07 09:41:33, 2163 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესებზე არ იძალადოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. მარგველაშვილმა ამერიკის ელჩს და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისალოც მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა დასავლური ღირებულებების ერთგულებასა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი მიესალმა პრემიერის დღევანდელ წინადადებას საკონსტიტუციო პროცესში აქტიური დიალოგის შესახებ, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს აქტიურად ჩაერთონ საკონსტიტუციო დიალოგში, საპარლამენტო უმრავლესობას კი - არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე. „კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი ამაღელვებელი ტექსტი, როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაციაა.ამ დეკლარაციის ავტორები ნათლად ხედავდნენ, რომ ადამიანი გაჩენილია თავისუფალი უფლებით, ღმერთისგან მიცემული უფლებით- ესწრაფოდეს ბედნიერებას და ამ განცხადებას აფუძნებენ და ხელს აწერენ თავისი სიცოცხლით, თავის ქონებით და თავისი ღირსებით. გამომდინარე იქედან, რომ ამერიკელმა ხალხმა 240 წელზე მეტი შესძლო ამ იდეალების მსახურება, ვართ ჩვენ აქ და ვზეიმობთ თქვენთან ერთად.სწორედ იმიტომ რომ, ამ მაღალი იდეალების მსახურება შეძლო თქვენმა ქვეყანამ და ერმა, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ვართ თქვენი მოკავშირეები. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ჩვენი მამაკაცი და ქალი სამხედროები თქვენს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან. ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს. დღეს, როდესაც აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, აღვნიშნავთ ყველა იმ ადამიანის ღვაწლს, რომელმაც ამ 200-ზე მეტი წელია არ დაწია დაბლა მაღალი იდეალების დროშა და ბოლომდე ემსახურებოდა მას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.ეს გზაგასაყარი ყოველდღე დგება და დღესაც, როდესაც საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაღრმავების მიმართულებით ჩვენ ყურადღებით ვუბრუნდებით ამ იდეალებს.ამიტომაც, მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტიდან-საკონსტიტუციო პროცესში, მინდა მივესალმო პრემიერმინისტრის წინადადებას საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური დიალოგის შესახებ.მინდა მოუწოდო პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, საზოგადოებრივ ჯგუფებს აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პორცესში, რათა კონსიტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ისე, როგორც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან სულ რამდენიმე წელიწადში შექმნეს შეერთებული შტატების კონსტიტუცია.მინდა მოუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტკურ პროცესზე და აქტიურად დიალოგი აწარმოოს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან.ასეთი აქტიური დიალოგით ჩვენ ვიქნებით ერთგული იმ ღირებულებების, რომელიც არსებობს ქართულ კულტურაში, იმ ღირებულებების, რომელთაც დღეს აღვნიშნავთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)