20:32 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 11:22:26, 2148 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ დიალოგი გავაგრძელოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან,  ჯანი ბუკიკიოსთან მის სატელეფონო საუბარზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, სატელეფონო საუბრისას საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზე გაამახვილეს ყურადღება.

მისივე თქმით, ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება მმართველი გუნდის მზადყოფნის გამო, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი. 

„მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, იყო საჯარო განხილვები, სადაც ბევრი ადამიანი იყო ჩართული. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც იქნება გამოხატულება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების. ეს არის მნიშვნელოვანი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომელზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ, კიდევ გავაგრძელოთ და  მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცებზე შეთანხმება და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics