|
2017-07-05 14:11:20, 2158 ნახვა
სამართალი
შსს-ს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი ეწვია
საქართველოს შს სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი, დიტერ შიურმანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. გერმანიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა როგორც ფედერალურ, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბერლინში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეს ნაყოფიერ საქმიანობას, რომელიც ფედერალურ კრიმინალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. საქართველოს შს მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე იქნა გამოძიებული. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის გადაწყვეტილებით, გერმანული მხარე საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერის წარგზავნას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას. გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო, მათ შორის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტები, ასევე, საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. (NS)
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)