|
2015-04-21 16:09:04, 536 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეად"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეად"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია სასტურმო "ქორთიარდ მარიოტში" შედგა. ამ ხელმოწერით საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის ანალოგი აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში" და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. პროექტი განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია "გილეად"-ის მხარდაჭერით. C ჰეპატიტის ელიმინაციის ღონისძიებები დაავადების პრევენციასთან ერთად, ითვალისწინებს დაავადებული პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო, ახალი თაობის მედიკამენტების მიწოდებას, ასევე აუცილებელი დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას. პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატები სოფოსბუვირი (პირველი ეტაპი) და ჰარვონი (მეორე ეტაპი), რომლებიც წინათაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, კომპანია "გილეადის" გენერალურმა დირექტორმა ჯონ მარტინმა და კომპანიის ვიცე- პრეზიდენტმა გრეგ ალტონმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)