10:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 15:22:42, 2089 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგის მიხედვით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაა.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, თავად კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს, თუმცა კოლეგებს სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, გარკვეულ წინადადებებს შესთავაზებს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  საკითხია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა. მაქვს გარკვეული მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც კოლეგებს შევთავაზებ. იმ საკითხს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დანიშნოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს ვერ გადავწყვეტთ, ვინაიდან საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად საბჭოს კომპეტენციაა სწორედ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა. ამიტომ,ბუნებრივია, დღეს ვერ შევცვლით ამ პროცედურებს, თუმცა შესაძლებელია, პროცედურების გარკვეული დახვეწა მოხდეს. ვფიქრობ, გასაუბრების პროცესი გასაუმჯობესებელია და ამის შესახებ შევთავაზებ მოსაზრებებს იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს წევრებს“,-აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

 სხდომის დაწყებისას,  იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს ახალ შემადგენლობას  მიმართა იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და მათ წარმატებები უსურვა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა გვაქვს, მაგრამ დასახვეწია მუშაობა, მეტი მოქნილობა გვჭირდება და გვჭირდება მეტი კომუნიკაცია მედიასთან“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დღის წესრიგით სულ 4 საკითხის განხილვაა გათვალისწინებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics