22:56 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 12:55:23, 2097 ნახვა

სამართალი
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა.

დღევანდელ პროცესზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოწინააღმდეგე მხარემ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა. 

შუამდგომლობას საფუძვლად საკრებულოს დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლა დასახელდა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა. 

საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მათ არანაირი ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა თავდაპირველად საკრებულოშივე უნდა მოეთხოვათ და საკრებულოში შესაბამისი პროცედურების ამოწურვის შემდეგ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის და სწორედ ასე მოიქცნენ.  

„ჩვენდა გასაკვირად, მოსამართლე ბუაჩიძემ შეწყვიტა საქმე იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობა. საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დადგა იმ მოტივით, რომ ჩვენ გასაჩივრების ვადა გავუშვით და არ გაგვაჩნია იურიდიული ინტერესი. არ ჩაგვბარებია ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ქართულმა სასამართლომ არ მოისურვა დეტალებში შესვლა, რათა განეხილა თუ როგორ ნიავდება თბილისის ქონება. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მე პირადად მაქვს განცდა, რომ საქმე გვაქვს ზეგავლენასთან, რადგან აქამდე ამ საქმის განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიცია იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება და ფულადი თანხა გადასცა. საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics