08:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 12:04:43, 1982 ნახვა

ეკონომიკა
ივნისში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა

2017 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-9,0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1,1 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-0,9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3,6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 9,5 პროცენტით, რაც 2,87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (21,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,2 პროცენტით, რაც 1,18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (36,8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3,0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (21,3 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,4 პროცენტი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics