07:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 12:08:51, 2109 ნახვა

პოლიტიკა
ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, პრაღაში მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები განიხილება.

მისივე თქმით, მანამდე , 5 ივლისს გაიმართება შეხვედრა ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან ერთად, სადაც ისაუბრებენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, რეგიონის  უსაფრთხოებაზე, ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობასა და სხვა თემებზე.

„7 ივლისს გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ -რუსული დიალოგის ფორმატში პრაღაში, ამ შეხვედრამდე, ჩვენ გვექნება 5 და 6 ივლისს შეხვედრები ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში, მე და საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას, ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციების პრობლემატიკაზე, ასევე ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობაზე. პრაღაში ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, იგი ეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორიც არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ  შეხვედრაზე ხაზგასმით განიხილავენ  საბაჟო მონიტორინგის თაობაზე, 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საკითხს:

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დაჩქარდეს მაქსიმალურად ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ, ჯერ კიდევ შარშან, დაასრულა მუშაობა კონტრაქტზე, რომელიც უნდა გაფორმდეს ნეიტრალურ შვეიცარიულ კომპანიასთან, ასეთი ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს რუსეთის მხარემ, ჩვენ ველით მოვისმინოთ რუსეთის მხრიდან დასტური, მზაობა იმის თაობაზე, რომ დასრულდა ეს მუშაობა, და სასურველია დავასახელოთ იქ საორიენტაციო თარიღები, როდის შეიძლება გაფორმდეს ეს კონტრაქტები, ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან. ამის შემდეგ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ქართულ -რუსულ- შვეიცარიული და იმედია დაიწყება ამ შეთანხმების იმპლემენტაცია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics