01:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 15:28:31, 2305 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს და საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარებას მიეძღვნა  სასტუმრო „ბეტსი“-ში გამართული კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. 

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტებულ კომპანიებსა და მეწარმეებს ევროპული აკრედიტაციის მიერ საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის.

„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგები საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული. ეს არის ინსტიტუციონალურად  წინგადადგმული ნაბიჯი  ქართული ეკონომიკის  ევროპულ ეკონომიკასთან ინტეგრირების მიმართულებით. აკრედიტაციის ორგანოს ფუნქცია დღეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ქართული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული გამოწვევა გახლავთ სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურა. ჩვენი ეკონომიკა არის ღია და პატარა, შესაბამისად, კარგად გვესმის, რომ ამ გამოწვევის პასუხი გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება რეგიონულ და საერთაშორისო ეკონომიკაში, რის გამოც აქტიურად ვაწერთ ხელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს სერვისებზე  ორიენტირებული, ეს უნდა იყოს პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის. აქედან გამომდინარე, აკრედიტაციის ორგანოს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, აკრედიტაციის შედეგების საერთაშორისო  ბაზარზე აღიარება ნიშნავს იმას, რომ  ქართველ მეწარმეებს, უმრავლეს შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში პროდუქტის რეალიზება  და აღარ გახდება საჭირო განმეორებითი გამოცდებისა და სერტიფიკაციის ჩატარება ბაზარზე დაშვების მიზნით.  „ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა ექსპორტისთვის, რადგან მისთვის საჭირო დოკუმენტები, მათ შორის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი თუ სერტიფიკატი, ხშირ შემთხვევაში, არ იყო აღიარებული ევროპაში. დღეისთვის ეს დოკუმენტები უკვე აღიარებულია, რაც შეამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ასევე ხარჯებს, რომელიც შესაბამისობის შეფასებაზე უნდა იქნას გაწეული და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - აღნიშნა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პაატა გოგოლიძემ.

ღონისძიებას  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ასევე აკრედიტებული კომპანიების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics