00:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 13:58:35, 2062 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგმა“ ინოვაციური პროდუქტის - სტარტოს პრეზენტაცია გამართა

სტარტო - „თიბისი ლიზინგის“ ახალი პროდუქტია, რომელიც ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განაცხადის შევსებით მეორადი ავტომობილები შეიძინონ.

სტარტოს პრეზენტაცია დღეს თიბისი გალერეაში გაიმართა.

როგორც პრეზენტაციაზე „თიბისი ლიზინგის“ გენერალურმა დირექტორმა ნანა მიქაშავიძემ აღნიშნა, სტარტო უნიკალური პროდუქტია, რადგან  მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.

„სტარტო არის ახალი პროდუქტი. ჩვენ მზარდი მოთხოვნა დავინახეთ ამ სექტორში, ყველამ ვიცით,  რომ  ახალი რეგულაციები შემოდის, უფრო მეტ მოთხოვნას ველოდებით მანქანის განახლებასთან დაკავშირებით. გვგონია, რომ ამ მიმართულებით  დღეს ბაზარი საკმაოდ საინტერესოა.  დღეს იმ კლიენტებს, რომლებიც  მაღალი საბანკო სერვისებით არ სარგებლობენ, გვინდა, რომ მათ შევთავაზოთ ხარისხი, რაც გამოიხატება კომფორტში და სიმარტივეში“,-განაცხადა  მიქაშავიძემ.

მანქანის შეძენის მსურველს აღარ მოუწევს ოფისში მისვლა, კონსულტანტთან  გასაუბრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლოდინი. სტარტოს მეშვეობით  ყველაფერი უმოკლეს დროში, ონლაინ მოხდება.

ამისთვის საჭიროა, შერჩეული  გქონდეთ სასურველი ავტომობილი და შეავსოთ მარტივი  ონლაინ განაცხადი სტარტოს ვებ-გვერდზე www.starto.ge (თუ მანქანა განთავსებულია რომელიმე ვებ გვერდზე, მომხმარებელს შეუძლია ლინკი დააკოპიროს, ასევე, შესაძლებელია სასურველი მანქანის ფოტოების ატვირთვაც) რამდენიმე წუთში სტარტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და  პასუხს დაფინანსებაზე შეგატყობინებთ, ყველა დეტალს გაივლის და თქვენს სასურველ მანქანას შეიძენს, რომელსაც ლიზინგით სარგებლობაში გადმოგცემთ.

თქვენ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ სტარტოს ოფისში მისვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურისთვის.

მთლიანი პროცესი დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.

ასევე, თუ გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ დაფინანსება მიიღოთ მისი უზრუნველყოფით და განაგრძოთ მანქანით სარგებლობა ლიზინგის ვადის განმავლობაში.

მათ, ვინც უკვე სარგებლობს ავტო ლიზინგით ან ავტო სესხით  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, შეუძლიათ სტარტოში პორტირება მოახდინონ.

სტარტოს პროდუქტებით სარგებლობისთვის საჭიროა იყოთ 21 წლის და ზემოთ, ავტომობილი კი მინიმუმ $2,000 აშშ დოლარად უნდა შეფასდეს.

სტარტოსგან დაფინანსების მიღება შეუძლია ყველას: თუ ავტომობილის შეძენა გსურთ და არ გაქვთ შესაბამისი დანაზოგი, თქვენ შეგიძლიათ დაფინანსება 100%-მდე მიიღოთ.

თუ უკვე გყავთ ავტომობილი და გესაჭიროებათ თანხა, შეგიძლიათ ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ მისი ღირებულების 100%-მდე.

თუ გსურთ განაახლოთ ავტომობილი ან შეიძინოთ უფრო ეკონომიკური, შეგიძლიათ მიიღოთ განსაკუთრებული პირობები ჰიბრიდულ ავტომობილებზე.

თუ თქვენი საკრედიტო ისტორია არ არის დადებითი, ჩვენ განვიხილავთ განაცხადს და მცირედი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით  დაფინანსებას მიიღებთ.

სტარტოში წლიური საპროცენტო განაკვეთი ყოველი კონკრეტული ავტომობილის და კლიენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია და რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიაზე, ავტომობილის ტიპზე, საბაზრო ღირებულებაზე და კლიენტის მხრიდან თანამონაწილეობის მოცულობაზე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics