21:09 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 09:34:44, 1788 ნახვა

საზოგადოება
დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 5-6 და 7 ივნისს ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი. თუმცა, ჰაერი +30-დან +34 გრადუსამდე გათბება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.

დედაქალაქ  თბილისში დღეს +28 გრადუსი სითბო და ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, 6 ივნისს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო 7 ივნისს, +33 გრადუსი სითბო იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ბარში სინოპტიკოსები დღეს უმეტესად უნალექო ამინდსა და +32 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 6 ივნისს ზოგიერთ რაიონებში ხანომოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, ტემპერატურა +34 გრადუსამდე აიწევს, ხოლო 7 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +27- +30  გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics