|
2026-11-02 17:48:07, 310 ნახვა
მსოფლიო
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალების ცნობით, 25 ოქტომბრიდან მოყოლებული, ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა და ზოგიერთი მათგანი ჩაიძირა. „25 ოქტომბრიდან (ცენტრალური მეთაურის ბრედლი კუპერის ჰორმუზის სრუტეში დემონსტრაციული ვიზიტის თარიღი) დღემდე (ცხრა დღე), ჰორმუზის სრუტეში 11 ტანკერი დაიწვა, ზოგი კი ზღვის ფსკერზე ჩაიძირა“, - წერს IRGC-ის საზღვაო ძალები X-ში. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოფისმა (UKMTO) ომანის სანაპიროსთან, ჰორმუზის სრუტეში გემზე ხანძრის შესახებ განაცხადა. „UKMTO-მ მიიღო შეტყობინება ინციდენტის შესახებ ომანის ხასაბიდან 25 კმ-ში, ჰორმუზის სრუტეში“, - ნათქვამია ოფისის ვებსაიტზე. მესამე მხარის წყაროს ცნობით, სატრანზიტო გემზე ხანძარი გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ამჟამად უცნობია. ასევე არ არსებობს ინფორმაცია ეკიპაჟის მდგომარეობის, დაზიანების ან გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)