06:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 10:41:56, 1736 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის  რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ENPARD-ის  I და II ფაზები შეაჯამეს და ENPARD III-ის ფაზის განახლებული მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.

ნოდარ კერესელიძემ კომიტეტის წევრებს ,,სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“  მიღებულ კანონთან დაკავშირებით და „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ  ENPARD I-ის და ENPARD II-ის  ფარგლებში შესრულებულ  ვალდებულებებზე, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ევროკავშირსა და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი  შეეხო საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის წარმოების,  ასევე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) მდგრადი განვითარების და ექსტენციის მნიშვნელობის საკითხებს.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics