|
2017-06-03 08:00:21, 2057 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ჰეიდარ ალიევის მემორიალს საღებავი შეასხეს
უცნობმა პირებმა თბილისში, გვიან ღამე, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს. უკვე მესამე დღეა, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ თბილისში ჟურნალისტებისა და აქტივისტების საპროტესტო აქციები გრძელდება. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გაიტაცეს. მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობაში და კონტრაბანდაში. ბაქოს სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)