13:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 18:26:10, 499 ნახვა

პოლიტიკა
თბილისსა და სვანეთში RADISSON-ის ბრენდის სასტუმროები აშენდება

თბილისში, ჭანტურიას ქ. #10-ში სასტუმრო „თორის“ ადგილზე ახალი სასტუმრო აშენდება.

საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს „პარკ ინ ბაი რედისონის“ მშენებლობისა და მართვის ხელშეკრულებას ხელი დღეს კომპანია „ბლოკ-ინვესტისა“ და „კარლსონ რეზიდორ ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ სასტუმრო ,,თორში“ მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

სასტუმრო „პარკ ინ ბაი რედისონ თბილისი“ საშუალო სეგმენტის მომხარებელზე იქნება გათვლილი. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. სასტუმროში 200 ნომერი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება.

,,თბილისში გაიხსნება RADISSON-ის კიდევ ერთი ბრენდის სასტუმრო. თუმცა, უკვე არა 5 ვარსკვლავიან ნიშაში, არამედ უფრო დაბალი ვარსკვლავების ნიშაში. რაც ძალიან მოთხოვნადია ტურიზმის დღევანდელ ბაზარზე. ამ სასტუმროში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი, ხოლო სასტუმროს გახსნის შემდეგ 200-ზე მეტი სამუშო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომპანია „ბლოკ-ინვესტსა „და „კარლსონ რეზიდორ ჯგუფს“ შორის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა - სვანეთში "რედისონ ბლუ მესტიის" მშენებლობის შესახებ. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა  10 მილიონი დოლარი იქნება, სადაც 72 სასტუმრო ოთახი განთავსდება.

გარდა ამისა, თბილისში სასტუმრო "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი, 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics