|
2017-06-02 16:41:25, 1934 ნახვა
საზოგადოება
ლატვიასა და ლიტვაში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება
რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვიდეო რეპორტაჟები და სტატიები ლიტვასა და ლატვიაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოპულარული ტელეარხების, ჟურნალებისა და ვებპორტალების ჟურნალისტები რეგიონში მედიატურის ფარგლებში ჩამოიყვანა. ლატვიელი ჟურნალისტები რეგიონს პირველად სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ლატვია სამიზნე ქვეყნად 2017 წელს დაამატა. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დღეს გაეცნობიან და აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასს გადაიღებენ. ხვალიდან, კი რეგიონის კულტურულ-ისტორიულ შესაძლებლობებს დაათვალიერებენ და მთიან აჭარაში იმოგზაურებენ, სადაც ადგილობრივი კერძებსა და ფოლკლორ შოუს გადაიღებენ. ჟურნალისტები აჭარაში 5 ივნისმდე დარჩებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)