20:06 - 02 Nov, 2026
|
2017-06-01 18:42:10, 1924 ნახვა
საზოგადოება
იტალიის 20 წლამდე რაგბისტთა ნაკრების წევრები მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ
ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტის და განათლების მნიშვნელობა, საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობა - ამ თემებზე ისაუბრეს იტალიის 20 წლამდე რაგბისტთა ნაკრების წევრებმა ქუთაისში, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრაზე. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision”-ის სერვისებით სარგებლობენ იტალიის ნაკრების წევრებს ქუთაისის „აიას“ სარაგბო სტადიონზე შეხვდნენ, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბავშვებმა და სპორტსმენებმა შეხვდრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. ბავშვებმა რაგბისტებს სამახსოვროდ ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მომსახურებით 30 ბავშვი სარგებლობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)