|
2017-06-01 18:37:49, 2114 ნახვა
საზოგადოება
ქართველ სუმოისტს თეიმურაზ ჯუღელს ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). სამინისტროს ინფორმაციით, მას ეს ჯილდო იაპონიაში საქართველოს, მისი კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენს იაპონიაში წარმატებული საქმიანობისა და ამ გზით საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუს) სპეციალური სიგელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრებია იაპონიის სამთავრობო და პოლიტიკური წრეებიდან, ასევე მედიის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)