04:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:48:40, 1787 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები მოეწყო. 

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ. 

საბავშვო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ვაკის პარკში ბავშვებს სხვადასხვა გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. მთელი დღის განმავლობაში მხიარული აქტივობების პარალელურად კონცერტი გაიმართა. 

„თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახური, მერიის გამგეობები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებებს ბავშვებისთვის. ტარდება უამრავი აქტივობა, რომელიც ბავშვებს აძლევთ საშუალებას, შეიქმნან საუკეთესო განწყობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ბავშვს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ იმისთვის, რომ შევუქმნათ მომავალ თაობას საუკეთესო განწყობა და პირობები. დღევანდელი დღე სწორედ ამას ემსახურება და მერია აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებების ორგანიზებაში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics