04:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:31:03, 1769 ნახვა

საზოგადოება
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“: საქართველოს მთავრობამ, სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს, უსაფრთხოების გარანტია უნდა მისცეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს, უსაფრთხოების გარანტია უნდა მისცეს.

"საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა განმარტოს თუ რა მოუვიდა მუხთარლის და მისცეს უსაფრთხოების გარანტია საქართველოში მყოფ სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს.

იმის მიუხედავად, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, თუ ქართულმა უსაფრთხოების სამსახურმა შეუწყო ხელი აზერბაიჯანის რეჟიმს ჩანაფიქრის განხორციელებაში, ეს საკმაოდ სახიფათო ფაქტია.

მოვითხოვთ, რომ აფგან მუხთარლი, ვინც ამჟამად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშაა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ილჰამ ალიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ საკუთარ საზღვრებს მიღმაც შესწევს უნარი პრობლემები შექმნას. დროა მათ ქმედებებს შესაბამისი სიმკაცრით ვუპასუხოთ", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics