|
2017-06-01 11:53:21, 1597 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო აუდიტი: 2016 წელს გამოვლენილი დარღვევების მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა
2016 წელს ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, სამართალდამცველ ორგანოებს კი 27 აუდიტის ანგარიში გადაეგზავნა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2016 წელს სამსახურმა აუდიტები ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში ჩაატარა, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე მომეტებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით ხასიათდება. უწყებამ შეისწავლა ისეთი სექტორები, როგორებიცაა, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროები. სულ სამსახურმა 71 აუდიტი ჩაატარა, რამაც ჯამში 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი მოიცვა. ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის: შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ შეადგინა 32 მილიონ 8 ათასი ლარი; საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 მილიონ 4 ათასი ლარი; აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი. აუდიტის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად 189 რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისათვის შესრულებულია რეკომენდაციების 47%. 2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებთან 27 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები გადაიგზავნა. ანგარიშში ასევე აუდიტის სამსახურის მიერ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასა და უწყების მიღწევებზეა საუბარი. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 2016 წელი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი წარმატებებით, კერძოდ: სამსახურმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება; სამსახურმა წარმატებით განახორციელა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტი ევროკავშირისგან მიიღებს 1.5 მილიონი ევროს; სამსახურის საქმიანობამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის კუთხით საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მაღალი შეფასება დაიმსახურა; 2016 წელს აუდიტის სამსახურმა შექმნა მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური და ინოვაციური ელექტრონული ვებპორტალი - „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელიც პარლამენტარებს, ექსპერტულ წრეებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში, მარტივად აღქმადი ვიზუალიზაციების გზით ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე საჯარო რესურსების მართვის თაობაზე; სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასულ წელსაც აქტიურად თანამშრომლობდა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო და რეგიონულ გაერთიანებებთან (INTOSAI, EUROSAI, ASOSAI). აღნიშნულ ფორმატებში ჩვენი აქტიური მონაწილეობით დამტკიცდა სახელმწიფო ვალის აუდიტის საერთაშორისო სახელმძღვანელო, შემუშავდა კორუფციასთან ბრძოლის გლობალური პროგრამა და მიმდინარეობს შესაბამისობის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება; აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურმა ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან დაიწყო თანამშრომლობა საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების მიზნით. საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულების ხელშესაწყობად, სამსახურმა გასულ წელს შექმნა IT აუდიტის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი პროფესიონალებით; აუდიტის ხარისხის გაზრდის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია აუდიტის მართვის ელექტრონული ინტეგრირებული პროგრამის დანერგვა, რომლითაც სარგებლობენ მსოფლიოში მოწინავე აუდიტორული ორგანიზაციები. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 150-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა საერთაშორისო დონის ტრეინინგები აუდიტის დარგში სხვადასხვა მიმართულებით. 34 სტუდენტმა გაიარა სტრაჟირების პროგრამა“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)