|
2017-05-31 17:36:03, 2304 ნახვა
ეკონომიკა
ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში
9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენციას გამართავს თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარებას საქართველოში“. MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იქნება სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვ. ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრენენ შემდეგი დადასტურებული სპიკერები:
დამატებითი სპიკერები დაანონსდება ღონისძიებამდე. ფორუმის მოდერატორი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი. “მოხარული ვართ, დავაანონსოთ MEETING ROOM-ის მესამე ბიზნეს კონფერენცია, რომელიც ამჯერად ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვას დაეთმობა. წინა ორი შეხვედრის თემები იყო „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ და „განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე“. 9 ივნისს კონფერენციას კვლავ სასტუმრო რედისონში ვუმასპინძლებთ. აღნიშნულ ფორუმზე ვეპატიჟებით ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს და ვიმედოვნებთ, რომ აქ გაზიარებული გამოცდილება ღირებული იქნება დამსწრეებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ სექტორის განვითარებაში ინვესტირებით არის დაინტერესებული.“ – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ პაშა ბანკს: ელფოსტა: marketing@pashabank.ge, ტელ.: + 995 322 265 000. MEETING ROOM-ის შესახებ: MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გასაზიარებლად.
(R)
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)