|
2017-05-30 15:43:18, 1785 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: თბილისის მერია გარევაჭრობის წესის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეპუტატი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის წესებს შეიმუშავებს. ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, ინიციატივით გამოსვლამდე, მოიძიოს მეტი ინფორმაცია და შეწყვიტოს პოპულისტური განცხადებების გაკეთება. ლექვინაძის თქმით, თბილისის მერია უკვე მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მერიის სამსახურები აქტიურად არიან ჩართულნი გარევაჭრობის წესის შემუშავებაში. „ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, იყოს კორექტული განცხადებების გაკეთების დროს და მეტად ინფორმირებული ინიციატივით გამოსვლისას, რადგან თბილისის მერიაში გარევაჭრობის წესი უკვე მუშავდება, რომელიც მოიცავს ლოკაციებისა და კონსტრუქციების განსაზღვრას, ასევე იმ პროდუქციის ჩამონათვალის დადგენას, რომლითაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. თბილისის მერის მოადგილის თქმით, საკრებულოში ამ წესის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)