13:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 13:42:22, 359 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: შევარდნაძეს, სააკაშვილს აფხაზეთზე წარმოდგენები ჰქონდათ, დღევანდელ ხელისუფლებას, ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არ აქვს

„ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს  თავისი წარმოდგენები ჰქონდათ აფხაზეთზე, დღევანდელ ხელისუფლებას  ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არა აქვს“, - ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „იცის თუ არა ღარიბაშვილმა თავისი აფხაზეთი?“ ზაქარეიშვილმა კითხვას ასე უპასუხა „ბუნებრივია ახალგაზრდაა ჯერ, რამდენი ხნის იყო,  როცა ომი იყო აფხაზეთში?  ძალიან ახალგაზრდა იყო ხო ?“

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში  არ უნდა, რომ შეცდომა დაუშვას და აღნიშნულ საკითხს სიღრმისეულად განიხილავს.

„შევარდნაძე, სააკაშვილს თავისი წარმოდგენები ჰქონდათ აფხაზეთზე.  მე მგონი არასწორი, მაგრამ  მათ იცოდნენ თავიანთი აფხაზეთი.  მეც ვიცი ჩემი აფხაზეთი, თქვენც იცით, გამოცდილება გვაქვს.  ცუდი ვიცით თუ კარგი ვიცით სხვა საკითხია.  მე ვიცი რა არის აფხაზეთი და  შემიძლია შევეკამათო.  ვერ დამაბრალებს ვერავინ, რომ არ ვიცი.  შევარდნაძეს თავისი წარმოდგენა ჰქონდა აფხაზეთზე და მიმაჩნია, რომ  თავისებურად, არასწორად მოიქცა და  თავის აფხაზეთზე  ზრუნავდა ბრჭყალებში.  სააკაშვილზეც ვიტყვი, რომ თავისი აფხაზეთი  თავში ჰქონდა, დღევანდელ ხელისუფლებას  აფხაზეთი  ესე მკაფიოდ გამოკვეთილი არა აქვს“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილმა დასძინა, რომ  ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მისთვის იოლი იყო  აფხაზეთის  საკითხზე მუშაობა, როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა აღნიშნული თემა კარგად იცოდა.

„ნებისმიერი საკითხი განიხილება ძალიან დაწვრილებით, სიღრმისეულად, იმიტომ რომ ღარიბაშვბილს არ უნდა შეცდომა დაუშვას.  ერთია, რას ეუბნება ზაქარეიშვილს, მეორეა  ის, რომ თვითონ უნდა გაითავისოს ყველაფერი ეს. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ივანიშვილს. ივანიშვილმა  ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი,  როცა ის პრემიერი იყო ადვილი იყო მასთან ამ თემაზე საუბარი, მან თემა კარგად იცოდა. ღარიბაშვილს ძალიან დიდი პასუხიმგებლობა აქვს მხრებზე.  საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის.ის ღებულობს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics