17:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 13:18:16, 2252 ნახვა

სამართალი
სოფო ჯაფარიძე: არავითარ პრივილეგირებულ მდგომაროებაში არ ვიმყოფები

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს მთავრობისთვის წარსადგენად სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი სამთავრობო კომისია არჩევს.

 ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში მონაწილე სოფო ჯაფარიძე  2014 წელს, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა. მისი მტკიცებით, არავითარ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იმყოფება:

„არავითარ პრივილეგირებულ მდგომაროებაში არ ვიმყოფები. კომისიის შემადგენლობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის გარკვეული ფილტრი ზუსტად იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაციის და დამსახურების მიხედვით განსაზღვრონ კანდიდატების შესაბამისობა დაკავებული პოზიციისთვის“,-აღნიშნა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლისკანდიდატმა სოფო ჯაფარიძემ, რომელმაც გასაუბრება უკვე გაიარა.

კომისია იმ კანდიდატებს ესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. 

ესენი არიან: ადეიშვილი ირაკლი; ალანია თამარ; ალექსიძე თამარ; ბაქაქური ნინო; ბაჩიაშვილი იოსებ; ბოხაშვილი ბესარიონ; გაბისონია თამარ; გელაძე ნატალია; გეწაძე შოთა; დობორჯგინიძე ვერა; დონდოლაძე ირაკლი; ვარძელაშვილი კონსტანტინე; კვირიკაშვილი მაია; კემულარია რუსუდან; კორკელია კონსტანტინე; ლეგაშვილი ნიკოლოზ; მესხიშვილი ქეთევან; მესხორაძე ლევან; სვანიძე ერიკ; ჭანტურია ლადო; ხითარიშვილი ლუიზა; ჯანდიერი დავით; ჯაფარიძე სოფიო.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, მასთან გასაუბრება უნდა შემდგარიყო 27 მაისს, 14.30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე  − ზაზა ხატიაშვილი; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე; სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics