|
2017-05-19 19:11:08, 2090 ნახვა
სამართალი კომენტარი
მამალაძის ადვოკატი: ერთადერთი ვისაც შეუძლია საქმეს ჩამოგვაშოროს, მამა გიორგია, მაგრამ ის ჩვენზე უარს არ იტყვის
„ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი, რომელიც მიმართულია მამა გიორგის წინააღმდეგ“, - ასე აფასებს ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას. როგორც რამიშვილმა "ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის გაუგებარია პროკურატურის შუამდგომლობა და უწყების მიერ გაცხადებული მიზეზი, რის საფუძველზეც სხდომა უნდა დახურულიყო. "დღევანდელი სასამართლო სხდომა იყო კარგად დაგეგმილი, აბსოლუტურად ყველანაირი სამართლის ჩარჩოებიდან და ობიექტურობიდან გამოცლილი. ყველა წინასასამართლო სხდომებზე, პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავდა სასამართლოს და სხდომის დახურვას სხვადასხვა მიზეზით ითხოვდა. მოსამართლეც შუამდგომლობას აკმაყოფილებდა და ყველა წინასასამართლო სხდომას ხურავდა. ამ შემთხვევაშიც, არსებითი განხილვა როდესაც დაიწყო, პროკურატურას ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა, თუმცა საფუძველი ამჯერად სხვა იყო. თითქოს, მესამე პირების პირადი ცხოვრების თაობაზე გაჟღერებული ინფორმაცია, საჯარო არ უნდა გამხდარიყო. ეს ჩემთვის გაუგებარია. ვთვლი, რომ ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი, რომელიც მიმართულია მამა გიორგის წინააღმდეგ", - განაცხადა რამიშვილმა. რაც შეეხება სავალდებულო სახაზინო ადვოკატის დანიშვნას, მიხეილ რამიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია, სახაზინო ადვოკატზე უარი თქვას. "სავალდებულო სახაზინო დაცვა მამა გიორგის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ის დანიშნულ ადვოკატებს, თუ ჩვენს გარდა სხვა ადვოკატებს აიყვანს. მცდელობა იმისა, რომ სასამართლომ და პროკურატურამ ერთდროულად ჩვენ ამ საქმეს ჩამოგვაშოროს, არ გამოვა. მამა გიორგის როგორც ბრალდებულს აქვს უფლება, უარი თქვას სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატზე. ჩვენ მაგ საქმეს არ ჩამოვშორებულვართ. ერთადერთი ვისაც შეუძლია საქმეს ჩამოგვაშოროს არის ბრალდებულის უარის თქმა ჩვენს მონაწილეობაზე საქმეში, მაგრამ მამა გიორგი ჩვენზე უარს არ იტყვის. რაც შეეხება განჩინებას, რომელიც ადვოკატთა ეთიკის კომისიაში გადააგზავნეს, ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისი დარღვევა იქ არ ჩაგვიდენია და არანაირი ეთიკა არ დაგვირღვევია. მამა გიორგიმ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და მისი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენც დაგვეტოვებინა სხდომა. მე წინააღმდეგობაში ვერ ვიქნებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან", - დასძინა რამიშვილმა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ადვოკატებს „სამართალწარმოება მხოლოდ თოქ-შოუებში წარმოუდგენიათ“. "ჯარჯი წიკლაურმა კიდევ იცოდეს, რომ ჩვენ შოუებს და სპექტაკლებს არ ვდგამთ. შოუმენები და რეჟისორები არ ვართ. ვიცავთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებს. სპექტაკლები და შოუები დადგან თვითონ და უყურონ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)