2017-05-19 10:53:48, 1999 ნახვა
სამართალი
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტი ცხელ კვალზეა გახსნილი და დაკავებულია ერთი პირი.
„შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს“,-აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან