11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 09:00:57, 2192 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

 პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

წინასასამართლო სხდომა 5 მაისს დასრულდა. მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა  საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე მამა გიორგი მამალაძის მიმართ დაწყებული  სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

წინასასამართლო სხდომაზე, საერთო ჯამში, მოსამართლემ დაცვის მხარის 12 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა.  მათ შორის ერთი შუამდგომლობა სწორედ საქმის შეწყვეტას ეხებოდა. პროკურატურის ყველა ძირითადი მტკიცებულება კი დასაშვებად სცნო.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics