|
2017-05-18 17:33:26, 2214 ნახვა
სამართალი
ლაშა თორდია: 10 წამში შემიძლია ფარცხალაძესაც და მის ადვოკატსაც დავმართო იმაზე უარესი, რაც დამმართეს
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ოთარ ფარცხალაძის განცხადებას, რომ ლაშა თორდიასთან შეხვედრა წამიერი იყო და მას თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, აბსურდი უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, გამოძიებას სურს აქცენტი ამ დეტალებზე გადაიტანოს და მთავარი დაფაროს. თორდიას განცხადებით, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თავდასხმა მოხდა ინსტიტუციაზე, რომლის მთავარი ფუნქციაა კორუფციული, თუ არაეფექტური ხარჯების გამოვლენა. ამასთან, ლაშა თორდიას განმარტებით, კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი დანაშაული, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. „ამ თემაზე უნდათ ზუსტად რომ მალაპარაკონ. დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია. 10 წამში შემიძლია მასაც და მის ადვოკატსაც დავმართო იმაზე უარესი, რაც დამმართეს. აბსურდის თეატრია, ცირკია, რომელსაც ადვოკატების მეშვეობით ალაგებენ. თითქოს მე გავედი საპრგფარეშოში და თავი ვურტყი კედელს და მივიყენე თვითდაზიანება“,-განაცხადა ლაშა თორდიამ. შეგახსენებთ, ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)