06:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 14:30:06, 1924 ნახვა

სამართალი კომენტარი
კობახიძე თორდიას საქმეზე: თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ მიდის გამოძიება, რეაგირება გვექნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია  გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას საქმის სათანადო და დროული გამოძიება მოხდეს.

 მისივე თქმით, თორდია-ფირცხალაძის საქმე განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება და  მაქსიმალურად მიაქცევენ ყურადღებას, რომ გამოძიების პროცესი სწრაფად წარიმართოს.

"ეს არის უაღრესად აქტუალური საკითხი, განსაკუთრებით პარლამენტისთვის გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან. ამიტომ, განსაკუთრებული მონიტორინგის, მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ეს პარლამენტისთვის. მივაქცევთ ამ საქმეს ყურადღებას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდსმცავ სტრუქტურებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ ეს საქმე. ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულის გამოძიების გარდა იმისათვის, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფა,-აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება მოცემულ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, კობახიძის განცხადებით, დააკვირდებიან  გამოძიების მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში,  მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

"თუ დავინახავთ, რომ საჭიროა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ჯერ უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. მთავარია სწრაფად წარიმართოს პროცესი. თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ წარიმართება გამოძიება, გვექნება ის რეაგირება, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის",  - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, რომელსაც ითხოვენ, კობახიძე ამბობს, რომ იურიდიული კვალიფიკაციაც მათი ინტერესის საგანია. "არის სხვადასხვა მუხლი, რომელიც შეიძლება თეორიულად მხედველობაში მივიღოთ.თუ სამსახურებრუვ მოვალეობას უკავშირდება კონკრეტული ფაქტი, შეიძლება სხვა მუხლითაც დაკვალიფიცირდეს.ამ ეტაპზე კონკრეტული მუხლითაა აღძრული ეს საქმე. მთავარია, საბოლოო ჯამში სწორი კვალიფიკაცია მიეცეს საქმეს და ესეც იქნება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ",-განმარტა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics