09:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 12:43:23, 1981 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ადვოკატები: ფარცხალაძეს თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თორდია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსისთვის, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ადვოკატების ინფორმაციით, შექმნილი ვითარება ოთარ ფარცხალაძის პირადმა დაცვამ გაანეიტრალა.

"ე.წ. ინციდენტი რამდენიმე წამი გრძელდებოდა. თორდიას არ მოეწონა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან, მისალმების ფორმა და დაიძაბა ვითარება მისი მხრიდან. ეს არ ყოფილა ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება. ვითარება ოთარ ფარცხალაძის პირადმა დაცვამ გაანეიტრალა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 

მოსიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ის პირებიც, რომლებიც დაცვის მხარემ გამოკითხა.

"ეს პირები არიან ნეიტრალური პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ინციდენტს და თავდასხმას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მოსიაშვილმა. 

ამასთან, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, ინციდენტის შემდეგ ლაშა თორდია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს. 

ჩვენს მიერ გამოკითხულ იქნა არაერთი თვითმხილველი პირი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი აბსოლუტურად განსხვავდება თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებებისაგან. კერძოდ, გამოკითხული პირები განმარტავენ, რომ ე.წ. ინციდენტის დაწყებისათანავე ფარცხალაძისადმი აგრესიულად განწყობილი თორდია განეიტრალდა პირადი დაცვის ადექვატური და პროპორციული ძალის გამოყენების საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლაშა თორდია სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრციხავ განცხადებებს ავრცელებდა. პირველ განცხადებაში, მისი თქმით, ექვსი პირი მონაწილეობდა, თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხული კაფე-ბარის თანამშრომლები, მათ შორის დაცვის წევრები, ვინც იმ საღამოს იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, განმარტავენ, რომ თორდიას მიერ დრამატიზირებულ შემთხვევას, მასზე მასშტაბურ თავდასხმას, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics