|
2017-05-15 19:15:02, 1778 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ „თავისუფლების კარიბჭის“მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა დევინში "თავისუფლების კარიბჭის'' მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 1945-1989 წლებში კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალი, რომელიც ცივი ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას 400-მდე ჩეხოსლოვაკიის მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2005 წელს გაიხსნა, პრეზიდენტებმა გვირგვინებით შეამკეს. "ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილზე, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილ ადამიანებს, ვინც თავისუფლებას შესწირა თავისი სიცოცხლე, როდესაც ცდილობდა სოციალისტური ბანაკიდან გაქცევას. ეს მონუმენტი ფაქტობრივად ტოტალიტარიზმის დანგრევის ტოლფასია, შეიძლება ითქვას, ასეთივე მონუმენტია ბერლინის კედელი. მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენც დავანგრევთ კედლებს, ისევე როგორც ევროპამ დაანგრია და სწორედ იმ ადგილას, სადაც ბატონმა პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა მავთულხლართების იქით დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სწორედ იმ ადგილას ჩვენც ავაგებთ მონუმენტს დანგრეული ტოტალიტარიზმისთვის'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)