06:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 17:57:20, 1807 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს ანდრეი დანკოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის საჭიროებას ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

შეხვედრაზე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში-ევროპის საბჭოს, ნატო-სა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი ხშირად დაისვას და შენარჩუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რადგან რუსეთმა საქართველოს მცოცავი საოკუპაციო რეჟიმი უკვე აშკარა ანექსიაში გადაზარდა.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორების აქტიური მონაწილეობის გადამწყვეტ როლს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე და ადა მარშანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics