|
2017-05-15 17:23:35, 2521 ნახვა
სამართალი კომენტარი
თარგამაძე: ფარცხალაძეს მერია კაპრიზებს უსრულებს, შსს ემსახურება, ფინანსური პოლიცია კი მისი საკუთრებაა
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ვეროპული საქართველოს წევრმა, გივი თარგამაძემ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ბირიფინგი გამართა ბრიფინგზე გივი თარგამაძემ ელცენტროში ამოღებული ვიდეო მასალის გასაჯაროება მოითხოვა და ფინანსურ პოლიციას ოთარ ფარცხალაძის საკუთრება უწოდა. ,,მოვითხოვთ, სანამ ეს მასალები არსებობს და არ არის განადგურებული, სრული და უწყვეტი სახით დაუყოვნებლივ წარუდგინოს შსს-მ საზოგადოებას. ნებისმიერი სხვა ისინუაცია დაადასტურებს იმას, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც დაზარალებულმა განაცხადა. ღამის სცენები ყოფილი პროკურორის სახლთან სახელით ,,ჩემი მეგობარი ოთარი’’, ემსახურებოდა შემდეგს, საქმე ის გახლავთ, რომ ადგილზე ელცენტროში ამოღებული ვიდეო მასალა იმყოფება ამჟამად პოლიციის შესაბამის უწყებაში და სამწუხაროდ, შსს-ს მოქმედი მუშაკები მთელი ღამის განმავლობაში ოთარ ფარცხალაძის სახლში მასთან ერთად გადიოდნენ სხვადასხვა ვერსიებს თუ როგორ შეიძლება ეს მასალა იყოს წარმოდგენილი ისე, რომ არ დაზარალდეს ოთარ ფარცხალაძე და რამენაირად მოუტრიალონ საქმე ადამიანს, რომელიც არის ნაცემი. მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, ელცენტროში გადაღებული სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, შსს-ს გენისპექციამ გაათავისუფლა 9 პოლიციელი, მათ შორის ძველი თბილისის პოლიციის უფროსი. რეალურად, ცნობილია, რომ ეს კამერები მუშაობს და არ უნდა გაითიშოს მაინც და მაინც იმ მომენტში, როდესაც იქ ფარცხალაძე გამოჩნდება. მას შემდეგ, რაც გახმაურდა ელცენტროს ამბავი, მეორე დღეს, სრულიად თავხედურად ბატონ ფარცხალაძესთან ბრძანდებოდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მოსმენების სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი შურღულაია, შესაბამისად, არ გვქონდეს ეჭვი, რომ ოთარ ფარცხალაძე აძლევდა მას დავალებებს, რომ გააძლიეროს თვალთვალი და მოსმენა იმ ადამიანების, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს ამ დღეებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს, ასევე, თბილისის მერია უსრულებს კაპრიზებს, შსს ემსახურება და რომ ფინანსური პოლიცია არის მისი საკუთრება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამოაჩენს არა მხოლოდ ფარცხალაძის, არამედ ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად ამ რეჟიმის სახეს - დეგრადირებული, ყოველგვარ კანონიერ და სახელმწიფოებრივ ზღვარს გაცდენილი,’’ - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)