|
2017-05-15 16:54:25, 1844 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლისთავთან და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრისგერდ მიულერის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა. განვითარების სფეროში თანამშრომლობა ქართულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია. 1992 წლიდან მოყოლებული, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს 800 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული და სოციალ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა გერდ მიულერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრები გამართა, რომლებთანაც შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)