|
2017-05-15 16:15:14, 1539 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ ივანე ცაგურიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების, დიდი ოდენობით თანხების უკანონო მითვისების და ქონების გადამალვის ფაქტებზე „ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ ი.ც.-ს საქმის განხილვა დასრულდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ი.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მდგომარეობდა შემდეგში: „2010 წლის 7 სექტემბერს ერთის მხრივ მაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, ხოლო მეორეს მხრივ შპს „დექსუსს" შორის გაფორმდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „დექსუსს" მართვისა და განკარგვის უფლებით გადაეცა „ცენტრ პოინტის" საკუთრებაში არსებული აქტივები“. „2013 წლის 4 მარტს მაია რჩეულიშვილმა, რუსუდან კერვალიშვილმა და ვახტანგ რჩეულიშვილმა შპს „დექსუსისგან" მოითხოვეს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაუქმება და გადაცემული აქტივების დაბრუნება. იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო სრული აქტივების დაბრუნება, 2013 წლის 5 და 7 მარტს ი.ც-მ გააფორმა თვალთმაქცური გარიგებები, რომლითაც დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი უსასყიდლოდ გადაეცა შპს „დექსუსს". შემდგომში, აღნიშნული ქონება, ვალდებულებებისგან თავიდან არიდების მიზნით, შეტანილ იქნა შპს „დექსუსის" მიერ დაფუძნებული კომპანიის - „ალიანს კაპიტალის" საწესდებო კაპიტალში. საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას ი.ც.-მ გამოთქვა მზაობა აენაზღაურებინა მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, რაც მდგომარეობდა მის მიერ 2013 წლის მარტის თვეში ქონების გადამალვის გზით დაუფლებული შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფის" საკუთრებაში შემავალი დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 23 დასახელების ქონების დაბრუნებაში, რაც საშუალებას მისცემდა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს ხელმძღვანელ პირებს აღნიშნული ქონებები წარემართათ სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც არაერთხელ აღინიშნა, ე.წ. შპს „ცენტრ-პოინტის" საქმეზე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას მათთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად ი.ც.-ს მიეცა თანხმობა, რომ მისი მხრიდან განცხადებაში დაფიქსირებული პირობის შესრულების შემთხვევაში მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. იმის გათვალისწინებით, რომ ი.ც.-მ სრულად დაუბრუნა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფს" ზემოხსენებული 23 დასახელების ქონება, საქართველოს პროკურატურასა და ბრალდებულ ი.ც.-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, რომლის მიხედვითაც ი.ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (,,ცენტრ-პოინტი ინვესტის" ეპიზოდი), ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (,,ცენტრ-პოინტი ინვესტის" ეპიზოდი; ,,თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციების" და ,,ფროფერთი ინვესტის" ეპიზოდი), და 205-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილით (ქონების გადამალვის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს შემადგენლობაში შემავალი კომპანიების საქმიანობის შესწავლას, რა დროსაც გამოიკვეთა ყოფილი დირექტორების მხრიდან მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული ზიანი მთლიანობაში 441 000 ლარის ოდენობით, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას დაუსრულებელი მშენებლობების დასამთავრებლად. ზემოხსენებულ პირებთან გაფორმდა განრიდება და გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)