09:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 09:33:47, 2056 ნახვა

სამართალი
შესარჩევი კონკურსის შედეგად, მოსამართლის თანამდებობაზე 64 კანდიდატი გამწესდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად 64 მოსამართლე იქნა არჩეული.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია 112-მა კანდიდატმა გაიარა. დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 108 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა 104 კანდიდატი. საბოლოოდ შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ შევსებული შეფასების ფურცლები 101 კანდიდატზე.

„კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ ის მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ამასთან, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამმა შეადგინა ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი. კანონის ამ 2 მოთხოვნის გათვალისწინებით მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 77 კანდიდატი, შესაბამისად 24-მა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები.

77 კანდიდატიდან, სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 64 კანდიდატი.

კონკურსი კანდიდატების არ არსებობის გამო ვერ ჩატარდა 7 სასამართლოში, ხოლო 2 სასამართლოში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

დანიშნული კანდიდატებიდან: 6 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელია, 4 - უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლე, 1 - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 27 არის რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და 26 არის მოქმედი მოსამართლე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics