04:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 10:51:26, 1834 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე: მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება, - აღნიშნული განცხადება საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან და სასამართლო, თავის მხრივ, ცდილობს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას. 

„კოალიცია მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან. საბჭო იწვევს მესამე სექტორს და ჩვენ ვცდილობთ რეკომენდაციების გათვალისწინებას. საქმიანი დიალოგი აუცილებლად გადაინაცვლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეხება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს - ვფიქრობ, სამომავლოდ მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება ამ პრობლემების აღმოფხვრას და ამაში არასამთავრობოთა კოალიციასაც დიდი როლი აქვს. ჩვენ განხილული გვაქვს ყველა ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ შენიშვნა. რეფორმის მესამე ტალღის შედეგად, საქმეთა ელექტრონულად გადანაწილება მესამე სექტორის მონაწილეობით შემუშავდა. ამის ამოქმედებას წინ აღარაფერი უდგას, წლის ბოლომდე საერთო სასამართლო სისტემაში დაინერგება“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. 

შეგახსენებთ, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ საჯარო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებს და რეფორმებს ეძღვნება. 

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთ გააზრებას, მათ შორის ხელისუფლების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების ჟურნალისტების მონაწილეობით. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics