04:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 10:31:52, 1850 ნახვა

კომენტარი
სოფო ვერძეული: მოსამართლეთა შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, საჭიროა რეფორმის ახალი ეტაპი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებების მიღების მიუხედავად, შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა. 

როგორც ვერძულმა ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა რეფორმის ახალი ეტაპი. 

„კვლევა აჯამებს სასამართლო სისტემაში არსებულ რეფორმებს. სახეზეა გამოწვევები, რაც ხელს უშლის დამოუკიდებლობას. პრობლემები ეხება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემას. დღეს საბჭო კენჭს უყრის კონკურსანტებს. მესამე ტალღის ცვლილებების მიღების მიუხედავად, შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა. არის დისციპლინური სამართალწარმოების პრობლემა. ასევე, პრობლემურია თავმჯდომარეების დანიშვნის წესი. მოსამართლეებმა თავად უნდა აირჩიონ ისინი. საერთო ჯამში, ანგარიში აჩვენებს, რომ კანონპროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე ბევრი რამე ამოიღეს. რეფორმის ახალი ეტაპია საჭირო“, - აღნიშნა ვერძეულმა. 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეხვედრაზე კვლევის შედეგებს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს რეფორმების ანალიზს, მიმოიხილავს სასამართლო სისტემაში უკანასკნელ ტენდენციებს, განიხილავს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესს, გამოსაცდელ ვადას და უვადოდ დანიშვნას. 

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთ გააზრებას, მათ შორის ხელისუფლების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების ჟურნალისტების მონაწილეობით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics