09:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 13:33:59, 2054 ნახვა

სამართალი
ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ, საქართველოში კი, 60კმ/სთ-ია

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ-ს წარმოადგენს, საქართველოში კი 60კმ/სთ-ია, - ამის შესახებ ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

მათივე ცნობით, 50კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას, დაღუპვის რისკი მხოლოდ 20%-ია, ხოლო 80კმ/სთ-ით შეჯახება 60%-იან დაღუპვის რისკს წარმოშობს.

"საერთაშორისო პრაქტიკით ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50კმ/სთ -იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა-30კმ/სთ",-განმარტავენ ორგანიზაციაში.

სასტუმრო „რადისონში“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური  კვირეულის აღსანიშნავად კონფერენცია მიმდინარეობს.

  კვირეულის გზავნილია "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!"

დღევანდელი კონფერენციის  მიზანია, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

8-14 მაისის კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით  სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება.

საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამოცანაა,  მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით  გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც  ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics