04:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 13:26:35, 1795 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახიძე: გვეუბნებიან, რომ თუ ხალხი აირჩევს პრეზიდენტს პარტიული იქნება, თუ პარტიულები აირჩევენ, მაშინ ზეპარტიული

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ ხალხი აირჩევს პრეზიდენტს მაშინ იქნება პარტიული პრეზიდენტი, თუ პარტიულები აირჩევენ მაშინ იქნება ზეპარტიული, ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოგიკურად ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ ახალციხეში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, რომ პრეზიდენტი აირჩიოს თავად და ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება ჩამოართვას.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული. წარმოდგენილი ვერსიით ვინ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს?  შემოთავაზებული პროექტით საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრები  და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ანუ ადამიანები, რომლებიც არიან არა ჩვეულებრივი მოქალაქეები,  არა ჩვეულებრივი ამომრჩევლები არამედ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ გვეუბნებიან, თუ ხალხი არჩევს პრეზიდენტს მაშინ იქნება პარტიული პრეზიდენტი, თუ პარტიულები აირჩევენ პრეზიდენტს მაშინ იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოგიკურად ერთმანეთთან არ მოდის თანხვედრაში. რაც შეეხება იმას, რომ საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს არა რის ახლოს სიმართლესთან ვინაიდან, არსებობენ ქვეყნები სადაც საარჩევნო კამპანიებს ატარებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მოსამართლეები, პროკურორები. არიან ქვეყნები სადაც რაიონულ მოსამართლეებს ირჩევს ხალხი.  ყველა კანდიდატი თავის კამპანიას ატარებს იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც  მას აქვს.

ჩენ პრეზიდენტი გვყავს იმისთვის, რომ იყოს არბიტრი მთავრობასა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტი გვყავს იმისთვის, რომ გამოიყენოს ვეტო, როდესაც იმგვარი კანონის მიღებას ცდილობს პარლამენტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას. ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ ამ ნიშნით უნდა ავირჩიოთ.  ხელისუფლება ცდილობს იმას, რომ პრეზიდენტი აირჩიოს თავად და ხალხს ჩამოართვას უფლება პრეზიდენტის არჩევის. „ევროპული საქართველო“ იმიტომ აყენებს პლებისციტის ჩატარების საკითხს, სადაც ჩენმა მოქალაქეებმა, თქვენ  უნდა გადავწყვიტოთ,  თქვენ უნდა დააფიქსიროთ საკუთარი  აზრი  გინდათ, რომ პრეზიდენტი თავად არჩიოთ თუ გინდათ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკოსებმა აირჩიონ“,-განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics